image

ვინ ვართ ჩვენ

რას ნიშნავს რეფორმერი

რეფორმერი არის საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის იდეით ათასობით წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს.

“რეფორმერის” მიზანია შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას, ერის განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ვრცლად
თორნიკე ჯანაშვილი

დამფუძნებლის მიმართვა

ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მთავარი აქტივი, განათლებული, ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც ქმნის ადამიანურ კაპიტალს და რომელზეც შეიძლება ყველაფერი დანარჩენის დაშენება. ჩვენ ვაერთიანებთ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რომლებსაც შეუძლიათ უპასუხონ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ყველა მიმართულებით.ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო!

თორნიკე ჯანაშვილი
პარტია რეფორმერის დამფუძნებელი