ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულება

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნისთვის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას და მიუხედავად ამისა, იგი ვერ პასუხობს დღევანდელი რეალობის გამოწვევებს. ამ დრომდე, რჩება უამრავი საკითხი, რომელიც არაჯეროვნად შესრულებული ან სრულიად იგნორირებულია. საკითხები, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვა, პერსონალის პროფესიული განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ინფრასტრუქტურა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, დაფინანსების მოდელი და სხვა.


შემოგვიერთდი

ჩვენ გვსურს, შევქმნათ ერთიანი, ე.წ. ჰოლისტიკური სტრატეგია, რომელიც აგებული იქნება საუკეთესო პრაქტიკებსა და კრიტიკულ საჭიროებებზე და რომელიც, წაახალისებს მომიჯნავე სფეროებსაც, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო ტურიზმი თუ ტელემედიცინა.

გვსურს თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა, პირველადი დახმარების საყოველთაო სწავლება, გარეგანი დეფიბრილატორების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსება და უამრავი კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, შესრულებადი პროექტი, რომელიც რეალურად გადაარჩენს სიცოცხლეს და უფრო უსაფრთხოს გახდის გარემოს.

ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ მხოლოდ სიმპტომებს და მუდმივად ვრეაგირებდეთ, არამედ უნდა ვებრძოლოთ ძირეულ პრობლემებს და ავაწყოთ პრევენციული სისტემა. ამის მიღწევა შესაძლებელია კონკრეტული ინიციატივებით, პროექტებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით.

ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მთავარი აქტივი, განათლებული და ჯანმრთელი საზოგადოებაა, რადგან შრომისუნარიანმა ადამიანებმა უნდა შექმნან ეკონომიკური დოვლათი.

სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები ჯანდაცვის სფეროში კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.

ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!


შემოგვიერთდი ყველაზე მზარდ საზოგადოებრივ მოძრაობაში!

ჩვენ უკვე 5,000-ზე მეტი ვართ