გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულება

ადამიანებმა ნელნელა დაივიწყეს ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპები და აგრესიულად დაიწყეს მისი ექსპლუატაცია, რამაც დროთა განმავლობაში სერიოზული დარტყმა მიაყენა იმ გარემო პირობებს, რომელშიც ვცხოვრობთ. წამყვანი ინსტიტუტების სამეცნიერო კვლევები, უკვე ცხადად გვანახებს თუ რაოდენ მასშტაბური გლობალური კატასტროფის წინაშე დგას თანამედროვე  სამყარო და ამის ნიშნები, დღითიდღე უფრო თვალშისაცემი ხდება.


შემოგვიერთდი

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა, დიდი ხანია დაიწყეს ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პლანეტის ბუნებრივი გარემოს არსებული სახით შენარჩუნება და შესაძლო ფატალური შედეგის თავიდან აცილება.

ბოლო 30 წლის მანძილზე, ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური, სოციალური და სხვასახის პრობლემებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითმა საკითხებმა უკიდურსად უკანა პლანზე გადაიწია და შეიძლება ითქვას, რომ სრულად იქნა უგულვებელყოფილი, პოლიტიკური თუ ბიზნეს ესტაბლიშმენტის მხრიდან, რამაც დაგვაყენა ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც მტვერსა და კვამლში ჩაძირული დედაქალაქი, დაბინძურებული მდინარეები, უკონტროლოდ განადგურებული მწვანე საფარი და სხვა მრავალი ეკოლოგიური ხასიათის პრობლემაა.

საქართველო, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ იქცეს ამ რესურსების სწორი გამოყენებით. დღეს, როდესაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები და კომპანიები, მზად არიან უმსხვილესი ინვესტიციებისთვის, აღდგენადი რესურსების გამოყენების განვითარებისა და ზრდის საქმეში, დგება საჭიროება იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დროულად გამოიყენოს ეს შანსი და დაანახოს მსოფლიოს საკუთარი თავი, როგორც აღდგენადი ბუნებრივი რესურსების ექსპორტირების შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი წამყვანი ჰაბი. რაც ერთის მხრივ უდიდესი წვლილი იქნება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კუთხით, მეორესმხრივ კი უდიდეს სარგებელს მოუტანს სახელმწიფოს.

ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, მუდმივად აისახება ჩვენი ქვეყნის მდომარეობაზეც და მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოს წარმოვადგენთ, ჩვენც არანაკლები ვალდებულება გვაქვს შევიტანოთ ჩვენი წვლილი, დედამიწის, როგორც საერთო სახლის ეკოლოგიურ გაჯანსაღებაში. 

სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე რეალობის ადეკვატური სამოქმედო გეგმის შესაქმნელად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.

ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!


შემოგვიერთდი ყველაზე მზარდ საზოგადოებრივ მოძრაობაში!

ჩვენ უკვე 5,000-ზე მეტი ვართ