რეფორმერი იწყებს უპრეცენდენტო პროექტს რეფორმერის აკადემია

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პროცესებში, რომლებიც თქვენთვის აქამდე დახურული იყო.

თუ თქვენ ხართ აქტიური, მოტივირებული, შრომისმოყვარე ადამიანი, ჩვენ გაძლევთ რეალურ და უნიკალურ შანსს, გახდე ახალი თაობის ლიდერი და მიაღწიო წარმატებას. გაიარე რეგისტრაცია ბმულზე და გახდი "რეფორმერის აკადემიის" წევრი. დროა, ერთად შევქმნათ ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ გვინდა!

შემოგვიერთდი

დროა ერთად შევქმნათ განათლების სისტემა, რომელიც მოამზადებს ეროვნულ ღირებულებებზე, კარიერულად მოტივირებულ პროფესიონალებს დამოუკიდებელი ხედვით, ყოველგვარი ნეგატიური სტერეოტიპული ზემოქმედებისგან თავისუფალ ლიდერს, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს უნარები გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევბს.


ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მთავარი აქტივი, განათლებული, ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც ქმნის ადამიანურ კაპიტალს და რომელზეც შეიძლება ყველაფერი დანარჩენის დაშენება.


ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!


შემოგვიერთდი რეფორმერის აკადემიაში!

ჩვენ უკვე 5,000-ზე მეტი ვართ