REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევის უპრეცედენტო კამპანიას იწყ

ავტორი:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
20 Jul. 2020

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" პარტიის კანდიდატების შერჩევის უპრეცედენტო, სრულიად განსხვავებულ კამპანიას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს, პარტია საზოგადოებას სთავაზობს სოციალურ ქსელში მონიშნოს საკუთარი თავი ან მისთვის სასურველი კანდიდატი ჰეშთეგით #რეფორმერისკანდიდატი.

პარტიის ცნობით, ეს არის კანდიდატების შერჩევის სრულიად ახალი და გამჭვირვალე პროცესი.

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" პოლიტიკაში ჩართვის შანსს აძლევს ყველას, ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში, აირჩიოს ან თვითონ გახდეს პარტიის კანდიდატი.

„საქართველოში ბევრი ღირსეული ადამიანია, ვისაც სურს იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე. ჩვენ ვხსნით პოლიტიკაში მოსვლის ბარიერებს და ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოს პოლიტიკაში და გახდეს პარტია "რეფორმერის" კანდიდატი არჩევნებზე”, - განაცხადა პოლიტიკური პარტია "რეფორმერის " თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა.

„ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ პოლიტიკურ სტანდარტს, პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. დღესვე საკუთარი ჩართულობით დავიწყოთ ცვილილებები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. გელით! ცვლილებების დროა! "

წარმოადგინე ის ადამიანი, რომელსაც არჩევნებზე მისცემდი ხმას და გჯერა, რომ აქვს პოტენციალი შეცვალოს რეალობა უკეთესობისკენ.

სოციალურ გვერდზე "რეფორმერის" ვიდეოს კომენტარში, საკუთარ გვერდზე ან შენთვის სასურველი კანდიდატის გვერდზე მონიშნე @მომხმარებლის სახელი #რეფორმერისკანდიდატი. პოლიტიკურმა პარტია "რეფორმერმა" საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურად წამოიწყო”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:  https://www.interpressnews.ge/