REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

რადიო "ფორტუნა" რეფორმერის პრეზენტაციის შესახებ

ავტორი:
კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
26 Apr. 2020

22 თებერვალს, 14:30 სთ-ზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერის“ პრეზენტაცია-შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და ორგანიზაციის წევრ და მხარდამჭერ ახალგაზრდებთან. პრეზენტაციას დაესწრებიან ავსტრიის, ნიდერლანდების, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ბრაზილიის ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების IRI USAID FNF World Vision წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე შედგება „რეფორმერის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტების წარდგენა და ღია კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება.

„რეფორმერი“ წარმოადგენს სხვადასხვა სფეროს წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარ ახალ ორგანიზაციას. „რეფორმერის“ მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა პროექტებში, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას და დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის განმტკიცებასთან.

ბელგიასა და საფრანგეთში გაიმართა „რეფორმერის“ დამფუძნებლის თორნიკე ჯანაშვილის და ორგანიზაციის სხვა ლიდერების შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, მარია კალიურატთან, ტრაინ ბასესკუსთან, ვოიცეხ დანეცკისთან. შეხვედრებზე ევროპელმა დიპლომატებმა მხარდაჭერა აღუთქვეს „რეფორმერს“ პროექტებში, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროპასთან დაახლოვების პერსპექტივებს და შემდგომი თანამშრომლობის გეგემებს.

„რეფორმერებმა“ Renew Europe ლიდერებისგან მიიღეს მოწვევა „ლიბერალურ ინტერნაციონალში“ გაწევრიანების შესახებ. ამ თანამშრომლობის შედეგად „რეფორმერმა“საქართველოში განახორციელა ღია კონკურსი სტუდენტებისთვის, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს და გაემგზავრებიან ევროპარლამენტში კონფერენციაზე.

„რეფორმერი“ აქტიურად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ პროექტებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „რეფორმერის” პროექტები აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს მიიღონ განათლება და სამუშაო უნარ-ჩვევები, ერთი წლის განმავლობაში „რეფორმერმა“ უფასოდ შეასწავლა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს კომპიუტერული ენა და დაასაქმა წარმატებულ კერძო კომპანიებში.

სრული ვერსია იხილეთ სააგენტოს ბმულზე: https://fortuna.ge