REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეირან ოქროპირიძე აჭარაში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

„რეფორმერი“ აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს აჭარაში. შეხვედრებზე მოქალაქეები გამოხატავენ წუხილს იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ და რაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არ მოგვარდა. აჭარას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა არ კარგავს იმედს, რომ შეიცვლება არსებული გარემო. მათ აქვთ დიდი მოლოდინი ახალი სახეების მიმართ და გამოხატავენ ინტერესს. ისინი აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, პროცესებში. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ. მათ აქვთ რწმენა, რომ ჩვენ ერთად შევცვლით არსებულ გარემოს და შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამომრჩევლებთან შეხვედრები Covid 19 - ის დადგენილი რეგულაციებით და ნორმების დაცვით ჩატარდა.


წყარო: www.interpressnews.ge